"მოვუწოდებ ქუთაისის მერიას გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა"-კობა ჩიხლაძე
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-60 კორპუსში სამხედრო დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში მიწა, 4 თვის წინ გაჭრეს და დღემდე მოუწესრიგებელია. ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ახალგაზრდული მიმართულების წევრები ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ახალაგზრდული მიმართულების წევრები შესაბამის სამსახურებს საკითხის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებენ.
,, უკვე რამდენიმე თვეა ნიკეას ქუჩის მცხოვრებლების თხოვნას ყურადღებას არავინ აქცევს. 4 თვის წინ წყალგაყვანილობის ქსელი გამოცვალეს რისთვისაც გზა გაჭრეს, თუმცა მისი მოწესრიგება დღემდე არავინ უზრუნველყო. მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობას, გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება,“-განაცხადა ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ.
ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლებმა პრობლემის გადაჭრის თხოვნით, შესაბამის უწყებებეს არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















