„მოვუწოდებ გოგი წულაიას დაასახელოს ჩინოვნიკი, ვინც 30 000 ლარი აიღო“
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია გოგი წულაიას, იმ მაღალჩინოსნის დასახელებისკენ მოუწოდებს, ვინც 30 000 ლარი აიღო.
„პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი სიცრუე და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დროს ბაზრობის მესვეურებმა ერთ ერთ მაღალჩინოსანს 30 000 ლარი გადაუხადა რათა მანქანის შესასვლელი გზა გაეხსნათ, ასევე განაცხადა რომ ქუჩაზე არ გაკეთდა სანიაღვრეები. მინდა მოგახსენოთ რომ წულაია არ ანებებს თავს ტაკიმასხრობას, არ გვინდა ყველა აბსურდულ მოსაზრებას ვუპასუხოთ თუმცა ზოგჯერ ის პირდაპირ ბრალდებებს გვიყენებს, რაც სამართალდამცავთა მოკვლევის სფეროს განეკუთვნება. მე მოვუწოდებ გოგი წულაიას სასწრაფოდ დასახელოს ის ჩინოვნიკი ვინც ფული აიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბრალდება იქნება მორიგი ჭორიკანა კაცის მიერ გაკეთებული განცხადება“-განაცხადა ჯავახიამ.
მისივე თქმით, წულაიას განცხადება, თითქოს ნიკეას ქუჩაზე სანიაღვრეები არ კეთდება არის ტყუილი, რადგან პროექტით გზის ორივე მხარეს სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















