|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოძრაობამ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა

მოძრაობამ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გამართა. პოლიტიკური გაერთიანების გეგმის მიხედვით, უნდა შემცირდეს საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ასევე მეწარმეები შეძლებენ მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობას.

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემწეობის 50 პროცენტით და პენსიის 250 ლარამდე გაზრდასაც გეგმავს.

სამოქმედო გეგმაში ასევე საუბარია დასაქმების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებზე.

საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი უკვე წარმოადგინეს "ნაციონალებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა