|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიან დედას, რომელიც მერიის წინ შიმშილობდა, სახლი ჩამოართვეს

 მრავალშვილიანმა დედამ, რომელიც რამდენიმე დღე მერიის წინ შიმშილობდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროტესტის გაგრძელება ვერ შეძლო და ქალაქის მერიის შემოთავაზებას დათანხმდა.

ამის შესახებ "ნიუპრესს" პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ  გოგი წულაიამ განუცხადა,  "ნანა დეისაძე მერიის შეთავაზებას დათანხმდა და მიღებული ერთჯერადი მატერიალური დახმარებით სამი თვით ბინა დაიქირავა. სამი თვის შემდეგ რა იქნება,  არ იცის.  კარგი იქნებოდა,  არ შეეწყვიტა პროტესტი და მოეთხოვა ხელისუფლებისგან მისი საქმის გამოძიება. მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო  შიმშილობა ვერ გააგრძელა. სოციალური სამსახური პირდება, რომ დაეხმარება ბავშვებისთვის აღზრდაში. თუმცა,  აღსანიშნავია, რომ  სამი თვის შემდეგ დადგება ახალი რეალობის წინაშე, რასაც უბინაობა ქვია“-განაცხადა გოგი წულაიამ.

ნანა დეისაძის მტკიცებით, ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამის  სამართლებრივად  დამტკიცება ვერ შეძლო. როგორც დეისაძე აცხადებდა, პოლიციაში  გამოძიების გაგრძელებაზე უარი  ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ათქმევინეს. შედეგად, მან საცხოვრებელი სახლი დაკარგა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა