|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსხვილიძეების ოჯახს ქუთაისის მერიამ ერთჯერადი დახმარება გადასცა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებ, მსხვილიძეების ოჯახს ქუთაისის მერიამ ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით გადასცა. ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ქალაქის თვითმმართველობამ  „ნიუპრესზე“ გასული მასალის შედეგად  შეიტყო

როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ  მსხვილიძეების ოჯახს ერთჯერადათ 400 ლარი გადაეცა, ხოლო სხვა  პრობლემებს შეისწავლიან და ეცდებიან, დახმარება აღმოუჩინონ.

შეგახსენებთ,  მსხვილიძეების ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ყოფნა.  ოჯახში ორი მცირეწლოვანი იზრდება, რომელთაც არა მხოლოდ განათლების მიღების,  არამედ წესიერად გამოკვების საშუალებაც კი არ აქვს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა