|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან როხვაძეს "ხელოვნების ქურუმი" გადაეცემა

"თეატრალური იმერეთი 2016"-ის  დაჯილდოებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივლების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია  რეგიონების განვითარებისათვის.  მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ფესტივალის დაფინანსებაში კულტურის სამინისტროს წვლილი არ მიუძღვის, ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტებს თავიანთი ძალებით შეუძლიათ მსგავსი ფესტივალების მოწყობა.

„ეს ფესტივალი მონაწილეთა იდეოგრაფიას აფართოვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები დიდ  როლს ასრულებს კულტურის ცხოვრებაში.  თეატრალური ფესტივალი რეგიონებში ყოველთვის   წარმატებით სრულდება.  კარგია, რომ ფესტივალის დაფინანსებაში კულტურის სამინისტრო არ არის ჩართული, ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს თავიანთი სახსრებით შეუძლიათ მართონ  მსგავსი ფესტივალი. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის“,-აღნიშნა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ფესტივალის ორგანიზატორს ლევან როხვაძეს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი" გადაეცემა. კულტურის მინისტრი ფესტივალზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, რისთვისაც დიდი მადლობა  გადაუხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, "თეატრალური იმერეთი 2016"  7 ილისს დასრულდა.  ჟიურიმ გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოავლინა.  

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა