რა სოციალური სერვისები გააჩნიათ მუციპალიტეტებს?
მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ პროგრამებსა და მათ შესრულებაზე კვლევა ჩატარდა. კვლევის თანახმად, აღნიშნული პროგრამები სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებაა და რეალურად მუნიციპალიტეტები ბენეფიციარებს საკუთარი პროგრამებით არ ეხმარებიან.
კვლება არასამთავრობო ორგანიზაციამ „პინი“ ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქუთაისში გაიმართა. შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნოთ.
პროექტის კოორდინატორის, თეონა ფურცხვანიძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი: ხონი, ტყიბული, გორი და ზუგდიდი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეისწავლეს თუ რა სოციალური პაკეტები არსებობდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. გაირკვა, რომ ძირითადად, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალურ სერვისად მიაჩნია, თუმცა ის მხოლოდ ერთჯერადი მატერიალური დახმარებაა.
„შევისწავლეთ ოთხი მუნიციპალიტეტი. ყველგან თითქმის ერთი და იგივე პროგრამაა, რაც არის სახელმწიფო სოციალური პროგრამების გაგრძელება. მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება. ასევე მუშაობს უფასო სასადილოები“,-განაცხადა მან.
მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს დევნილებისთვის საცხოვრებლების უქონლობა, რის გამოც მათ სოციალური დახმარება ვერ ენიშნებათ, ასევე ის ფაქტი, რომ სამუშაოს დაწყების შემთხვევაში მათ ეხსნებათ სოციალური დახმარება.
„ეს ფაქტი ხელს უშლის ადამიანს იშოვოს სამუშაო და რაღაც პერიოდში აღარ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე, მათ ურჩევნიათ მიიღონ დახმარება და არ დაიწყონ მუშაობა. უმჯობესია შეიცვალოს ეს მიდგომა“,-განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.
მუშაობის პროცესში ასევე პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვთ შესაძლებლობა შუამდგომლობით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობს, მათი ბენეფიციარების მდგომარეობის შესახებ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















