|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ გაყვება გადასატან ყუთს"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ გაყვება გადასატან ყუთს.

„შევიტყვეთ, რომ დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააყოლონ გადასატან ყუთებს.  გამოდის, გეგმავენ, რომ დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე კომისიის წევრები იყვნენ შტაბიდან გარეთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს. ქვეყნის მასშტაბით, 3 700-მდე საარჩევნო უბანზე ამავე რაოდენობის ჩვენი წევრი დარჩება უბანზე და არ გაჰყვება გადასატან ყუთს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა