|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდნენ. მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის საარჩევნო სიის პირველი ათეულის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც  საარჩევნო გარემოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ მესიჯებს დასაქმება, პენსიების გაზრდა, გადასახადების შემცირება წარმოადგენს.

„ჩვენი გუნდი ახალი სახეებით და ახალი ძალებით გპირდებათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ არ დაგპირდებით, რომ გაიზრდება ხელფასები, ასეული ლარით მოიმატებს პენსია, მაგრამ გპირდებით, რომ ერთობლივი ძალებით განვავითარებთ ქვეყანას, დავამარცხებთ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ადამიანებს. ჩვენი გუნდი შეძლებს ქვეყნის კურსის შეცვლას. ხედავთ სახეებს, რომელთაც შეუძლიათ საქმის კეთება. ქუთაისი გახდება პოლიტიკური ცენტრი და ამას ჩვენი კანდიდატები, თქვენი მაჟორიტარები ნამდვილად შეძლებენ“,–განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სანდრა რულოვსი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში დღეიდან ჩაერთო. ის პარტიამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

„პირველად საქართველოში, რომ ჩამოვედი ქუთაისში გახლდით. ქუთაისიდან შემიყვარდა საქართველო და დღემდე გრძელდება ეს სიყვარული. მე ახალბედა პოლიტიკოსი ვარ მჯერა ჩვენი გუნდის, რომ შევცვლით ქვეყნისს კურსს. სამწუხაროდ ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაპირებების შესრულება. ვაცადეთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიტომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და 9 ოქტომბრიდან მუშაობას  შევუდგებით“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა