„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსად ნიკა მელია დაინიშნა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტიის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენა სტუდენტებისა და მოხალისეების წინაშე მოხდა. "იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმ გუნდისა, რომელსაც აქვს ამბიცია მოვიდეს ხელისუფლებაში, ძალიან საპასუხისმგებლოა"-განაცხადე ნიკა მელიამ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, დღეს დაიწყო მოხალისეების პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან სტუდენტები და ახალგაზრდები. ისინი წინასაარჩევნოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” აგიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია ხვალ უკრაინაში გაემგზავრება, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















