წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" ბანერები დააზიანეს
"ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს. "დღეს გამთენიისას, თავდასხმა მოხდა შტაბებზე, დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები"-აცხადებენ ორგანიზაციაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მომხდარს 22 მაისს დაგეგმილ შუალებურ არჩევნებს უკავშირებენ და პასუხისმგებლობას მთავობას აკისრებენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭს ბუხუტი ფირცხალავა იყრის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ზუგდიდის ოფისის დარბევაც მოხდა.
"ამ ვანდალურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა"–აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქართული ოცნების” განცხადებით, აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია. პარტია თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ მსგავს ფაქტები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















