„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობების ელექტრონული სერვისის პრეზენტაცია გამართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემოწირულობების ახალ, ინოვაციურ ფორმატზე გადადის. ახალი სერვისის ფარგლებში შემოწირულობის გაკეთება ელექტორნულად იქნება შესაძლებელი. პროგრამის პრეზენტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ქუთაისში გამართა. მისი განცხადებით, ამ დრომდე ქვეყანაში აპრობირებულია გადარიცხვების სისტემა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშნებს ტოვებს.
„ქვეყანაში შემოწირულობა ხდება შავი სქემით, ჩუმად და მალულად. განსხვავებით ჩვენგან განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია მეთოდი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შუეძლია თანხა ელექტორნულად გადარიცხოს. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ეს სისტემა დავნერგეთ და შესაძლებელს ვხდით ჩვენი პარტიის გადმორიცხევები ელექტორნულად მოხდეს“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გადარიცხვისათვის საჭირო პროცედურები „ნაციონალური მოძრაობის“ ვებგვერდზეა მითითებული.
დღესვე ლიდერები ქუთაისში ახალგაზრდა აქტივისტებს შეხვდნენ და პარტიის პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრეს, რომელიც ახალგაზრდებისთვის არის გათვლილი. ძირითადი აქცენტი განათლებასა და დასაქმებაზე გაკეთდა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია განათლება გათავისუფლდეს კორუფციისგან და რაც მთავარია, ადამიანებმა სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმება შეძლონ.
შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ის ღია ტერასაზე გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















