ნატო ქათამაძე გენადი მარგველაშვილს უპირისპირდება
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი # 48 ოლქში ნატო ქათამაძე #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გენადი მარგველაშვილს უპირისპირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს ნატო ქათამაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდს ახსენებს და აცხადებს, რომ გენადი მარგველაშვილი, რომელიც #41 საჯარო სკოლის დირექტორია, "ქართული ოცნების" მაისურების ჩაცმის გამო მოსწავლეებს "პრობლემების" შექმნით ემუქრებოდა. ქათამაძე ამის დამადასტურებელ, 2012 წელს "ინფო9"-ს მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტსაც აქვეყნებს.
ნატო ქათამაძე, რომელიც "რესპუბლიკურ" პარტიას წარმოადგენს, ყოფილ თანამებრძოლებს არჩევანს უწუნებს.
დეპუტატობის კანდიდატების დაპირისპირება ადგილობრივი ტელეკომპანიის "რიონის" ეთერში დაიწყო, როდესაც მარგველაშვილმა ქათამაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს გენადი მარგველაშვილი.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















