|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI - "გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად კმაყოფილია ქვეყნის მდგომარეობით"

 NDI-მ  უახლესი კვლევა გამოაქვეყნა. NDI საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, ყურადღბა გამახვილდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის განწყობაზე.  “გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს, ამ ადამიანების ხმების მისაღებად, კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და მათ პარტიის მიღწევებზე და ეკონომიკურ ზრდასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრონ"- განაცხადა ლორა თორნტონმა.

კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება (34 პროცენტი) ან არასწორი მიმართულებით ვითარდება (33 პროცენტი). მხოლოდ  მოსახლეობის მეოთხედი (25 პროცენტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

 2016 წლის მარტის შემდეგ ქვეყნის კურსით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა.  კვლევის წინა ტალღასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ პირად მდგომარეობას. 7 პროცენტით გაიზარდა და 17 პროცენტს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ასევე მოქალაქეების 19 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ როცა 2015 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 9 პროცენტს შეადგენდა.

ასევე, მცირედით გაუმჯობესდა და 37 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

რაც შეეხებს პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, ისინი  ქვეყნის მდგომარეობას ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ.  გარდა ამისა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, გადაწყვეტილ ამომრჩეველთან შედარებით, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ფასების ზრდის, სამთავრობო რეფორმებისა და დანაშაულის საკითხებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ნაკლებად დადებითად აფასებს.

 

საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 64 პროცენტი, ევროკავშირში გაწევრიანებას კი 72 პროცენტი უჭერს მხარს.

 29 პროცენტს შეადგენს ის გამოკითხულები, რომლებიც  რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყოდა დასავლურ ინტეგრაციაზე.

 “მოქალაქეები განაგრძობენ ევროკავშირისა და ნატოსადმი ერთგულების დემონსტრირებას,” - განაცხადა თორნტონმა.

 NDI-ის კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%.

 NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა