იმერეთის სამხარეო სამმართველოში ფრიდონ ბეშკენაძის დაკითხვა მიმდინარეობს
ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელს
ფრიდონ ბეშკენაძეს ამ წუთებში იმერეთის სამხარეო სამმრთველოში კითხავენ.
საქმე ეხება
გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ბეშკენაძის
მიერ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, საფიჩხიაზე „ნაციონალების“
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას.
ბეშკენაძის
თქმით, გამოძიება ძირითადად იმით ინტერესდება
როგორ მოხვდა შტაბში და რას საქმიანობდა.
„მომავალში რა იქნება არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გამოძიებასთან
ვითანამშრომლებ,“ - ამბობს ბეშკენაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა