ადვოკატი: მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესს ელოდებიან
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა დაკავებულები სამხარეო სამმართველოს იზოლატორში უკვე მოინახულა.
დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი თავს კარგად გრძნობენ და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
გელხაურის განმარტებითვე, დაკავებულთა სასამართლო პროცესი შესაძლოა დღეს გაიმართოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა