|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბობოხიძემ პროცესი დატოვა – "შეუძლებელია თუთიყურშების ლაპარაკს ისმენდე"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დატოვა.

როგორც სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ბობოხიძემ განაცხადა, ის პროცესიდან საკუთარი სურვილით გამვიდა. მისი თქმით პროკურორები ან უწიგნურები არიან, ან კიდევ დავალების შესრულებას ცდილობენ.

„შეუძლებელია თუთიყურშების ლაპარკას ისმენდე, რადგან პროკურორებს ყველა კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ. ამ საქმეზე ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ფლობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ 9 წლის განმავლობაში უწიგნური პროკურორები გვყავდა, რადგან ესენი ჩვენი პროკურორები არინა,“ – განაცხადა ბობოხიძემ.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ბობოხიძეს სასამართლოს ეზოში მყოფი „ოცნების“ აქტივისტები სტიყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბობოხიძის განცხადებით, ისინი მართული ძალა არიან: „მათ მხოლოდ ჰომოსექსულებთან ბრძოლა შეუძლიათ და არ შეუძლიათ რეალურ მტერს ებრძოლონ,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე