მერაბიშვილის პატიმრობა შეეფარდა, ჭიაბერაშვილს – 20 000 ლარიანი გირაო
ყოფილ პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე, კითხვა-პასუხის ეტაპზე სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები. ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოსგან ითხოვდნე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს აღმკვეთი ღონისძიება არ განსაზღვროდათ, ალტერნატიულ ღონისძიებად კი ისინი ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ბრალდების მხარის პროკურორებმა კი პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა