|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის დაწუნებულ კანდიდატებს საპრეტენზიო კომისიისთვის არ მიუმართავთ

ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის მიერ დაწუნებულ არცერთ კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისთვის არ მიუმართავს.

საპრეტენზიო კომისიაში კანდიდატების მიერ საჩივრების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა.

"მათი მხრიდან კომისიაში არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა", –  ამბობს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე რაულ ქორჩილავა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის შესარჩევმა კომისიამ მერის პოსტზე 69  კანდიდატიან დიმიტრი კოპალიანი შეარჩია.

საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საპრეტენზიო კომისია შეიქმნა.

მერის კონკურსში მონაწილე პირებს საპრეტენზიო კომისიისთვის მისამართად 2 დღიანი ვადა მიეცათ, რომელიც კომისიას სამ დღეში უნდა განეხილა.

იმის გამო, რომ საპრეტენზიო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა, ქუთაისის საკრებულო ქალაქის ახალ მერად საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ შერჩეულ კადრს, დიმიტრი კოპალიანს რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

ავტორი: თეკლა მორგოშია