|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა

განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი საჩხერეში, სოფელ  სხვიტორში, აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მიმდინარე წელს აკაკის დაბადებიდან 173 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიებები წერეთლის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ადგილზე შედგა მწერლის ოცტომეულიდან სამი ტომის პრეზენტაცია, რომლის გამოცემა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა დაიწყო.

მინისტრმა მუზეუმს უნიკალური ექსპონატი, აკაკი წერეთლის ხელჯოხი გადასცა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა