მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს
12 წლის მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად, თბილისში რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციაზე, ჯანდაცვის მინისტრი მივიდა.
დავით სერგენკომ აქციის მონაწილეებს დახმარება აღუთქვა და დაჰპირდა, რომ მირზა ცეცხლაძის ოპერაციისთვის საჭირო თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო სრულად გაიღებს.
"დღევანდელი აქციის მიზანი იყო, რომ მთავრობისთვის შეგვეხსენებინა, ყურადღება მიაქციოს იმ ბავშვებს, რომლებსაც უმძმესი მდგომარეობა აქვთ," - ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.
ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. ოპერაციას იტალიაში, ვერონას კლინიკაში 100 000 ევრო სჭირდება.
ამ თანხის ნახევარის მოგროვება "დიმიტრი ცინცაძის ფონდმა" და მირზა ცეცხლაძის ოჯახმა კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლეს.
თბილისში, ჟურნალისტების დღევანდელი აქცია სწორედ ამ ფონდის მიერ იყო ორგანიზებული და ის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთობლივად გაიმართა.
"დიმიტრი ცინცაძის ფონდი" ონკოლოგიური და ლიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად შეიქმნა.მირზა ცეცხლაძის შემდეგ ფონდი უკვე პატარა გიორგის გადასარჩენად იზრუნებს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა