|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – ქვეყანაში არ არსებობდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლისათვის 2 მლნ ტურისტისტის მისაღებად, ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავა. ამის შესახებ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვენლმა გიორგი სიგუამ, ქუთაისის მერთან, დიმიტრი კოპალიანთან შეხვედრის დროს განაცხდა.
მისი თქმით, ქვეყნაში არ არსებობდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია. სიგუა განმარტავს, რომ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად საქართვლოს ბუნება და  ქართული სუფრა იზიდავს. თუმცა, აღნიშნა, რომ მათ მოსაზიდად აუცილებელია გამართული ინფრატსრუქტურა.
"არ არის საკმარისი საფირფარეშოები, საინფორმაციო ცენტრები, რომელიც აუცილებლად სჭირდება ტურიზმის განვითარებას", – განმარტა შეხვედარზე გიორგი სიგუამ.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შეეცდება ხელი შეუწყოს იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას. დიმიტრი კოპალიანის თქმით, ის დეტალურად გაეცნობა ტურიზმის განვითარების მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და ამის მიხედვით განსაზღვრას ამ სფეროში გადასადგმელ ნაბიჯებს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა