ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ID ბარათების გამო დაპირისპირებას უარყოფენ
ქუთაისის სასულიერო აკადემიის რექტორი ე.წ "ჩიპიანი პასპორტების" გამო სემინარიის სტუდენტებთან შორის უარყოფს დაპირისპირებას.
როგორც მამა ირაკლი განმარტავს, მას სტუდენტებისათვის ID ბარათით სარგებლობის შესახებ არ მოუწდებია და არც აღნიშნული ბარათის აკრძალვის თაობაზე გაუკეთებია განცხადება.
სემინარიაში აცახდებენ, რომ ერთ–ერთ სტუდენტს სასწავლებლის შენობაში ID ბარათების საწინააღმდეგო ფლაერების გავრცელება სურდა. თუმცა, მამა ირაკლის განცხადებით, აღნიშნულ ქმედების განხორციელებაზე ლოცვა–კურთხევა მას არ მიეცა.
"ჩვენ ვემორჩილებით სინოდის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავისი დასკვნა გააკეთა ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით. განვუმარტეთ ამ სტუდენტს და არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია," – განაცხადა მამა ირაკლიმ.
სასულიერო აკადემიაში დაპირისპირების თაობაზე ინფორმაცია newpress.ge-მ გუშინ, რუბრიკა Chat News-ში, (მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე) გაავრცელა. რომლის მიხედვითაც, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, როდესაც სემინარიის ახალმა რექტორმა მამა ირაკლი ახალაძემ სტუდენტებს მოუწოდა აიღონ ე.წ "ჩიპიანი პასპორტები", რასგან მასში ვერანაირ პრობემას ვერ ხედავს.
მამა ირაკლი ახალაძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის რექტორად 2013 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე ის თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი იყო.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა