|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოსა და ქუთაისის წყალმომარაგების პროექტებზე 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

წყალტუბოსა და ქუთაისის წყალმომარაგების პროექტებზე 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფრასატრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში წლების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემა იყო, მოსახლეობას წყალი დღეში 3-4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. ტუმბო აგრეგატების და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელების ხანდაზმულობის გამო ხშირი იყო ავარიები, რაც იწვევდა წყალმომარაგების რეჟიმის ხშირ შეფერხებას.
 
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და ”საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” წყალტუბოში  სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც წყალტუბოში წყალმომარაგება, ნაცვლად 3- 4 საათიანი გრაფიკისა მოსახლეობის 80% სასმელ წყალს 18 -20 საათით მიიღებს, ხოლო 20 % 12 -14 საათით. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონამდე ლარია. 
 
რაც შეეხება ქალაქ ქუთაისს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად მოხდება 14 ათასი ოჯახის სრული - 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 36 ათასი ოჯახისთვის წყლის გრაფიკის გაუმჯობესდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტი 2016 წელს დასრულდება.
commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი