„სარფში“ ერთ დღეში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ 14 აგვისტოს დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ექვსივე შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს.
მოქალაქეებზე დაწესებული ჯარიმა მთლიანობაში 29000 ლარამდეა, მათ 666 გრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდათ.
bpi.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა