კვირა, 22 ივნისი, 2025 წელი 07:52:47
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან მხოლოდ 20%–ია აქტიური

საქართველოში 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 581 007 ბიზნესუბიექტია რეგისტრირებული, თუმცა აქედან მხოლოდ 112 995–ია აქტიური.

„საქსტატის“ მონაცემებით, აქტიურ საწარმოთა დიდი ნაწილი, 21% (50 339 ბიზნესსუბიექტი) ვაჭრობის სფეროში საქმიანობს, 5% დამამუშავებელ მრეწველობაში, 4% საქმიანობის სახედ უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურებას ირჩევს.

საკუთრების ფორმის მიხედვით, 92,2% კერძოა, 1,3% სახელმწიფო საკუთრებაა, 0,2% მუნიციპალიტეტის, 6,2% კი საკუთრების სხვა ტიპს განეკუთვნება.

სუბიექტთა უმრავლესობა, 68,9% ინდმეწარმეა, 26% – კომერციული იურიდიული პირი (მათ შოის შპს – 24,5%, სს – 0,4%, კოოპეატივი – 0,5%, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 0,5%), დანარჩენს კი სხვა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა გააჩნია.

ბიზნსუბიექტთა 43%–ზე მეტი დედაქალაქში საქმიანობს.

bpi.ge

ავტორი: ნიუპრესი