მედიატურის,"მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე"-ს წარმომადგენლების სტუმრობა იმერეთში
საერთაშორისო საავტომობილო მედიატურის, "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეები დღეს იმერეთს ეწვივნენ.
ჩინელ ჟურნალისტებს ინტერვიუები მისცეს სახელმწიფო რწმუნებულმა –გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ.
"ათასწლეულების წინ, ჩვენი რეგიონი, აბრეშუმის დიდი გზით, ანუ მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ბევრად უფრო მოწინავე რეგიონი გახდა და მისი სატრანზიტო ფუნქცია არის ერთ–ერთი უპირატესობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სერიოზულ ინვესტიციებზე მოლაპარაკებებს. ჩვენ დღესაც მზად ვართ, განვიხილოთ ურთიერთსაჭირო პროექტები, მივიღოთ ეფექტური და გაბედული გადაწყვეტილებები ყველა იმ საკითხში, რომელსაც დღეს ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.თქვენი დღეს აქ ყოფნა, არის ერთი კარგი ნაბიჯი, საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები გავაცნოთ ერთმანეთს", –აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი