როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილი, I და II ჯგუფის წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება - სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა მის ცხოვრებაში რეცეპტის შემოსვლამ ისე შეაშინა, რომ აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსურველთა რიგები დადგა. ამასთანავე, ცეცხლზე ნავთი დაასხა ფარმაცევტული კომპანიების ესემეს შეტყობინებებმა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტების მარაგების შექმნისკენ მოუწოდებდა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი საზოგადოება დაამშვიდა და განაცხადა, რომ მედიკამენტები არ გაძვირდება, მეტიც, არც მათი დეფიციტი და არც შეძენის პრობლემა არ შეიქმნება.
თუმცა აფთიაქებში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა უკვე მოიმატა და თანაც დაახლოებით 10-15%-ით. აგვისტოდან დღემდე ”როცეფინი” - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, ”უოკარმიტის” ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, ”ატორისი” 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, ”ნოშპა” - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, ”კორდარონი” 7 ლარიდან 8,60 ლარამდე, ”ენეტროლი” 6,60 ლარიდან 6,90 ლარამდე და ა.შ.
4 თვეში მედიკამენტების ნაწილი 10-15%-ით გაძვირდა
”როცეფინი” - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, ”კოკარმიტის” ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, ”ატორისი” 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, ”ნოშპა” - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, ”კორდარონი” 7 ლარიდან 8,60 ლარამდე და ა.შ. საერთო ჯამში კი, ბოლო 4 თვის განმავლობაში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა საშუალოდ 10-15%-ით მოიმატა, თანაც, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა. ამიტომაც სპეციალისტები წამლების გაძვირებას მორიგ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების თუნდაც 5%-ით გაძვირების არანაირი მიზეზი არ არსებობდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა