|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტატისტიკამ ერთი ადამიანის არსებობისთვის დღეში 4,8 ლარი განსაზღვრა

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 144,7 ლარს შეადგენს, ოთხსულიანი ოჯახის კი - 256,3 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა დღეში 4,8 ლარი, ოჯახმა კი 8,5 ლარი უნდა იმყოფინოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ”სტატისტიკამ ერთი ადამიანის არსებობისთვის დღეში 4,8 ლარი განსაზღვრა”.
"ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივლისში ივნისთან შედარებით 4,9 ლარით ნაკლებია. წლის მანძილზე ყველა მაქსიმალურ ნიშნულს საარსებო მინიმუმმა აპრილში მიაღწია და 155,6 ლარი შეადგინა", - აღნიშნავს გამოცემა.
"აღნიშნულ მონაცემს ეჭვის თვალით უყურებენ ექსპერტები. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, რომლის წილი საარსებო მინიმუმში 70%-ს შეადგენს, შეუძლებელია, ადამიანის საარსებო მინიმუმი იყოს 144 ლარი", - წერს სტატიის ავტორი.
"3-4 წლის წინ იგივე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 160 ლარზე მეტი იყო. დღეს, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა თვეში 144,7 ლარი იმყოფინოს. შესაბამისად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა იმის გამო, რომ არ მოხდა მისი დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება, თანდათანობით დაკარგა თავისი გამოყენებითი ღირებულება", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.


სრული ვერსია
commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა