სამშაბათი, 24 ივნისი, 2025 წელი 03:08:51
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრი ქუთაისში

განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია. მინისტრმა საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების პირველი ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა. პირველი ნაკადის ფარგლებში, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის 4 დარგობრივი კურსის (საჯარო ორგანიზაციების მართვა 2. ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათვის. 3.სახელმწიფო შესყიდვები. 4.ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში) ერთთვიანი პროგრამა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულმა პირებმა გაიარეს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და ამ გზით კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევაა. ეთნიკური უმცირესობების საერთო საჯარო სივრცეში ინტეგრაციას ემსახურება 8 რეგიონული სასწავლო ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ფუნქციონირებს. რეგიონულ ცენტრებში სახელმწოფო ენის შემსწავლელი პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხორციელდება. რეგიონული ცენტრების წარმატებულ კურსდამთავრებულებს ქუთაისსში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახეწლმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენის ინტენსიური კურსის გავლისა და დარგობრივ კურსებზე

ავტორი: ნიუპრესი