ახალ ქართულ ჯავშანმანქანებს საუდის არაბეთი იყიდის
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ახალ ჯავშანმანქანებს სპეციალურად საუდის არაბეთისათვის ქმნის.
ჯავშანმანქანა საევაკუაციო-სამედიცინო დანიშნულებისაა და მისი მთავარი მისია ბრძოლის ველიდან ან უკანა ხაზიდან დაჭრილების ევაკუაცია იქნება.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „დელტას“ საგარეო ეკონომკური დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ჩიტეიშვილმა განაცხადა, ისინი საუდის არაბეთის სამეფოს მიერ საევაკუაციო-სამედიცინო ჯავშანმანქანების შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობენ.
სწორედ ამისათვის, პირველი ესკიზური ჯავშანმანქანა საჩვენებელ-გამოსაცდელი პირობებით საუდის არაბეთში ხვალ, 26 აგვისტოს გაიგზავნება.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამეფოსთვის პირველ წელს 600 ერთეული ჯავშანმანქანა უნდა დაამზადოს, ათწლიანი კონტრაქტის თანახმად კი სახელმწიფოსათვის რამდენიმე ათასი მანქანა უნდა დამზადდეს.
ახლადშექმნილი ჯავშანმანქანის კონკრეტული ღირებულება „დელტაში“ არ დაუთვლიათ, თუმცა ამბობენ, რომ მათთან მინიმალური ღირებულება 240-250 ათასი დოლარია.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი