მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 5 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.
13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში ბაზა "ფენიქსზე" საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.
ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ავღანეთში საბრძოლო ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა