ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორებს 11 სექტემბერს აირჩევენ
ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოხდება. სკოლის დირექტორები საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს. არჩევნებამდე კი, განათლების სამინისტრომ 5 სექტემბერს თითოეულ სკოლას მათ მიერ შერჩეული დირექტორების კანდიდატების სია წარუდგინა.
დირექტორობის მსურველებს საშუალება ქონდათ თავიანთი პრეზენტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის წარედგინათ. პრეზენტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დირექტორობის კანდიდატებმა 1, 2 და 3 სექტემბერს ქუთაისში ჟვანიას სახელობის სკოლაში წარუდგინეს.
"დირექტორობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ იმ სკოლის განვითარების ხედვა რომელ სკოლაშიც სურდათ დირექტორობა", - აღნიშნა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა