|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ქუთაისში, პარლამენტის წინა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა იმ შეცდომის შედეგს, რომელსაც კოჰაბიტაცია ჰქვია, დღეს იღებს.

"მთავრობაში არის რევანშისტული ძალა, რომელიც საქართველოს კარგ შედეგამდე არ მიიყვანს და ამიტომ საჭიროა დროულად ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.  მოისპოს ასევე, პრეზიდენტის მისამართით ის ცინიკური დამოკიდებულებები, რომლებიც დღეს არსებობს და ჩვენს ქვეყანას სასაცილო მდგომარეობაში აგდებს," - ამბობს აქციის მონაწილე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობის" დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი. მისივე თქმით, ის თავადვე იყო "ქართული ოცნების" აქტივისტი.
აქციის მონაწილეების განმარტებით, თუკი მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ. 

ავტორი: ანა ჯანაშია

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა