|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი ჯერ "მარტოხელა მშობლების" სტატუსს განსაზღვრავს, შემდეგ კომპენსაციას

პარლამენტი "მარტოხელა მშობლების" სტატუსს განსაზღვრავს. ახალი ნორმების შემოტანა საჭირო ხდება იმისთვის, რათა სამომავლოდ შესაძლებელი იყოს მათზე სოციალური შეღავათების განხორციელება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც აღნიშნულ კანონში მარტოხელა მშობლებთანდაკავშირებით ახალი ნორმების შემოტანას ითვალისწინებს. პროექტიმომზადებულია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ.

კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ანმარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედაარის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკისშვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერიბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არისრეგისტრირებულ ქორწინებაში. ხოლო მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი,რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვისშვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსისგაუქმების პირობებს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსისგაუქმების საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მქონე პირისრეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) 18წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულისხვა გარემოებები, რაც პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.

იხილეთ სრულად:

commersant.ge


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა