|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შს სამინისტრო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

2015 წლის ბიუჯეტით დაფინანსების გაზრდას შინაგან საქმეთა სამინისტროც ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა განუცხადა, დაახლოებით 40-მილიონია ის თანხა, რისი დამატებაც შსს-ს სჭირდება. 
"წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტში ხელფასების ნაწილში არის მცირედი ზრდა, რაც მესაზღვრეთა ხელფასების გაზრდით არის გამოწვეული, მაგრამ ჩვენ იმედი გაქვს, რომ ბიუჯეტის ეს ვარიანტი შეიცვლება და გარკვეული მატება იქნება. დაფინანსების გაზრდას სამინისტროს ბევრი დანაყოფი საჭიროებს. საჭიროება დიდია – იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აღჭურვილობა, საშტატო რიცხოვნობა და ასე შემდეგ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილე არსებული საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, მომავალი წლისათვის შსს-ს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას არ ელის და როგორც ამასთან დაკავშირებით განამარტავს, "პოლიციის შემადგენლობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მუშაობს 30-ათასი კაცი და მათი ხელფასების მატება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული". 
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 600 მილიონი ლარია და იგივე ოდენობა რჩება 2015 წლისთვის.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა