|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირანული "ნისლიანი სეზონი" ქუთაისის სცენაზე

 

"ნისლიანი სეზონი“- ამ სახელწოდების სპექტაკლით  ქუთაისს  ირანის ისლამური  რესპუბლიკის  თეატრი  სტუმრობდა.  

 პიესა  ომის თემატიკაზეა   აგებული  და  მასში  ხუთი  სხვადასხვა  ეროვნების  ქალის მიერ  დანახული  ტკივლი  და განცდაა გადმოცემული.

ღონისძიების ორგანიზატორები ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილება და ქუთაისის საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი არიან.  

,,ჩამოსული ირანის ისლამური რესპუბლიკის თეატრი, სპექტაკლით ,,ნისლიანი სეზონი“,  რომლის რეჟისორი და ავტორი გახლავთ დიანა ფათქი.  სპექტაკლში ირანელ მსხიობებთან ერთად, ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ“ - განაცხადა პეტრიაშვილმა. სივე ინფორმაციით,  ქართულ-ირანული  კულტურის  ცენტრი,  წლებია,  ურთიერთობების  გაღრმავებაზე  მუშაობს.  მათი ეგიდით, გარდა სპექტაკლის  წარმოდგენისა  20 და 21 ოქტომბერს, ქუთაისში, ირანელ ფოტოხელოვანთა ნამუშევრები გამოფენა მოეწყობა.

რაც შეეხება  "ნისლიან სეზონს",  სპექტაკლის ჩვენებამ,  ნაცვლად დაგეგმილი მესხიშვილის თეატრის მცირე სცენისა,  მაყურებელთა დიდი ინტერესის  გამო,  "ოპერის  თეატრში"  გადაინაცვლა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა