,,სიმინდის კუნძულის" ჩვენება ტყიბულიში გაიმართა
გიორგი ოვაშვილის ფილმის ,,სიმინდის კუნძულის" ჩვენება ტყიბულის კულტურის სახლში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ძირითადი სცენები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზეა გადაღებული, რაშიც ფილმის
გადამღები ჯგუფი მაჟორიტარ დეპუტატს ემადლიერება.
ღონისძიებას საქველმოქმედო დატვირთვა ჰქონდა, ბილეთების გაყიდვისგან შემოსული თანხა გადაეცათ 24 წლის მიშიკო ბახუტაშვილს, რომელსაც ზურგის ტვინის ტრამვა აქვს და ირმა ტოფაძეს, რომელმაც ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო
და ფეხის პროთეზი ესაჭიროება.
ტყიბულის თეატრში შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ესწრებოდნენ.
"სიმინდის კუნძული", რომელიც უმაღლესი კინო აკადემიის კონკურსის ერთ-ერთი ნომინანტი იქნება, ოსკარის მოპოვებასაც შეეცდება.
ავტორი: ნიუპრესი