ევროინტეგრაციის საკითხებს შერჩეული სტუდენტები გაეცნობიან
ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში ნიდერლანდური ორგანიზაციის-"NIMD" მიერ დაფინანსებული პროექტის- ,,ევროინტეგრაცია- გააზრებული არჩევანი“ მეორე ეტაპი გაიმართა, რომელიც პროგრამის ფარგლებში გასამართი ტრენინგის მონაწილეთა შერჩევას ისახავდა მიზნად.
51 აპლიკანტიდან 5 მონაწილე შეირჩა.
ისინი სამი დღით თელავში გაემგზავრებიან, სადაც ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულებაზე ინფორმაციას
მიიღებენ. ასევე ტრენერისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
,,აღნიშნული პროექტი NIMD - ის დაფინანსებით საქართველოს
ოთხ ქალაქში ხორციელდება: ქუთაისში, გორში, თელავსა
და ბათუმში. პროექტის მთავარი მიზანი სტუდენტებისათვის ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ
ინფორმაციის გაცნობაა, რათა შემდგომში მათ უკვე
ეს ყველაფერი თავად მიაწოდონ საზოგადოებას.“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა
მაკა კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისათვის, პროექტის „ევროინტეგრაცია
_ გააზრებული არჩევანი“ სინქრონული პრეზენტაცია საქართველოს ოთხ ქალაქში 1 ოქტომბერს
გაიმართა. პროექტი, სავარაუდოდ, 12 დეკემბრისთვის დასრულდება.
ავტორი: გიგა გელხვიიძე