გუმათის დასახლებაში გაზი შევიდა
ქუთაისში, გუმათის
დასახლების მოსახლეობას, რომელსაც ბუნებრივი გაზი ამ დრომდე მაგისტრალის არარსებობის გამო არ მიეწოდებოდა, ახლახანს
ეს პრობლემა ნაწილობრივ მოეხსნა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლობით გუმათის დასახლებაში საშუალო წნევის მაგისტრალი აშენდა, რომელიც 502 აბონენტის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
აღშნიშნული მაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის 1 - ელ ივნისს
დაიწყო და
2014 წლის 30 სექტემბერს დამთავრდა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.
პროექტის
გახსნის საზეიმო
ღონისძიებაში მონაწილეობა შპს „სოკარ
ჯორჯია გაზის“
დირექტორმა აზერ
მამედოვმა, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა იმერეთში ზაზა
მეფარიშვილმა და
ქუთაისის მერმა
შოთა მურღულიამ მიიიღეს.
გუმათში ბუნებრივი გაზი პირველად სიმსივეების ოჯახში დაანთეს.
როგორც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას 200 ლარით დაეხმარება, რათა გაზის შეყვანა
თითოეულ ოჯახმა შეძლოს.
ავტორი: გაგა გელხვიიძე