წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტში ცვლილებები შევიდა
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტში შესატანი ცვლილებები მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
ახალ პროექტში გათვალისწინებული იქნება ის ხარჯები, რომელიც ცენტრალურ პარკში არსებული გზების მოწყობის, სარწყავი სისტემების წყალმომარაგების ქსელზე დაერთების, ცენტრალურ პარკსა და "ცივი ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების გაზიფიკაციისა და ელ. მომარაგების, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ წინ სცენის მოწყობას ითვალისწინებს.
წყალტუბოში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
ავტორი: ანა ჯიქია