მერია ქუთაისის არქიტექტურულ იერსახეზე ზრუნვას იწყებს
ქუთაისში ურბანული და არქიტექტურული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებმა.
,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ გრძელვადიან პროექტებზე, რომელიც ქუთაისში უნდა დაიგეგმოს. გვინდა, ხელი შევუწყოთ ამ რეგიონში არქიტექტურული ცხოვრების აღორძინებას“ - განაცხადა საქართველოს არქიტექტორთა კავშირს თავმჯდომარემ დავით აბულაძემ.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა პირველი დონის ამოცანები:
"აუცილებელია ქალაქდაგეგმარების გეგმის შედგენა, შესაბამისი უბნების მიხედვით. უნდა შეიქმნას საბჭო,
რომელიც ყველა დიდ პროექტს განიხილავს და მსგავს საკითხებზე იმუშავებს“
- განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, დედაქალაქიდან ჩამოსულმა არქიტექტორებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საინტერესო იდეები მიაწოდეს. -"ამ ადამინებში არის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ქალაქს გამოადგება."-აღნიშნა ქალაქის მერმა.
ავტორი: ნიუპრესი