რუსლან პერტაიას საქმეს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი შეისწავლის
წინასწარ პატიმრობაში მყოფი რუსლან პერტაიას საქმეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეისწავლის. ეკა ბესელია მზად არის, რამდენიმე დღეში როგორც ბრალდებულის ოჯახს, ისე ადვოკატს და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს შეხვდეს. გედევან ფოფხაძემ კი პატიმარი გუშინ მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ პერტაიას შვილებმა გუშინ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხეზე ხელები ლურსმნით მიიჭედეს. ისინი ბესელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი კლინიკაში მაინც გადაიყვანეს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი რუსლან პერტაიას შვილები დაკავებულის საქმის გადახედვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უფრო მკაცრი ზომებით იმუქრებიან. თავად პერტაია კი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს.
გამოძიება პერტაიას თხილის ქურდობას ედავება.
ავტორი: ნიუპრესი