|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მოქალაქეს ზიანს აუნაზღაურებენ

  არასამთავრობო ორგანიზაციის  "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია"  ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, მათი  დახმარებით,  მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის აუნაზღაურებას მიიღებს.

მარტვილელი ქალბატონის .. - მიმართ სისხლის სამართლის საქმე პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ შეწყდა- 2013 წლის 03 აპრილის დადგენილებით. ამ გადაწყვეთილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ "საია"- ქუთაისის ოფისის დახმარებით მოქალაქე ..- ადმინისტრსაციული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

საქმე მოქალაქისათვის ზარალის ანაზღაურების გადაწყვეტილებით დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას  ..-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 2700 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით -2300 ლარის ანაზღაურება დაეკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციამ უცვლელი დატოვა.

 მოქალაქეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა