|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

„ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტი ნოდარ ჯოჯუა „ქარვასლასთან“გუშინ საღამოს სცემეს.  ჟურნალისტის თქმით, მას სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრები ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მობილური ტელეფონით ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს აფიქსირებდა.

"გუშინ, სავაჭრო ცენტრის "ქარვასლა" შენობაში შევამჩნიე, ”ვიქტორია სექიურეთისდაცვის თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ცემდნენ. ეს ფაქტი მობილური ტელეფონით გადავიღე. მოულოდნელად ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა, ხელიდან მობილური ტელეფონი გამომტაცა და ხელები გადამიგრიხა, გვერდებში მუშტები მირტყა და პატარა ოთახში შემიყვანა, გადაღებული ვიდეოკადრები ძალის გამოყენებით წამაშლევინეს. ადგილზე იმყოფებოდა ხუთამდე დაცვის თანამშრომელი, ისინი ინტრიგანს და მოგზავნილს მეძახდნენ.“- ამბობს ნოდარ ჯოჯუა.

თუ რატომ სცემდნენ ახლგაზრდა მამაკაცს,  ამის მიზეზი ჟურნალისტმა   მოგვიანებით გაარკვია.

ნოდარ ჯოჯუა ამბობს:  როგორც მოგვიანებით გავარკვიე,  აღნიშნული პიროვნებას "ქარვასლაში"  ერთერთი  მაღაზიის თანამშრომლეა  შეყვარებული.   არაერთი გაფთხილების მიუხედავად, ეს ბიჭი ყოველდღე აკითხავდა  გოგონას,  რაც ახალგაზრდა მამაკაცის  შენიბიდან  ცემატყეპით გაყვანით  მთავრდებოდა. 

 ჟურნალისტის  ცემის  ფაქტთან დაკავშირებით  უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის სამმართველოს.  გუშინ  ნოდარ ჯოჯუა დაკითხვაზე იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა