|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტალინელი მომღერლები ქუთაისის უნივერსიტეტის სცენაზე

 ქუთაისში ესტონელი სტუმრების ვიზიტის ფარგლებში,  "აწსუ-"ს   დარბაზში   ტალინის  უნივერსიტეტის ინჟინერ მამაკაცთა სასიმღერო გუნდის კონცერტი გაიმართა.

 გუნდმა     ესტონური ფოლკლორული სიმღერები  შეასრულა.   ესტონელმა ინჟინრებმა  მასპინძლების  საპატივცემულოდ ქართულ ენაზე    „სულიკო“იმღერეს,   რამაც აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. 

აღნიშნულ ღონისძიებას ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ესწრებოდა.   მან ესტონელი სტუმრები ქართული სუვერინებით დაასაჩუქრა.

შეგახსენებთ,  ესტონეთის   ელჩი   პრიტ ტურკ  ქუთაისელ  ახალგაზრდებსა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა