ქუთაისის მერმა "ფოლკლორის ცენტრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის "ფოლკლორის ცენტრში" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ დაათვალიერა.
შენობის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 ათასი ლარი გამოიყო.
მთლიანად გაკეთდა შენობის ფასადი, შესასვლელის ცენტრალური ფოიე, შენობის მარჯვენა ნაწილი და საკონცერტო დარბაზი. სამუშაოები 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
ქალაქის მერი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს და დასსაც შეხვდა.
როგორც ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ზეინაბ ბურჯანაძემ განაცხადა, სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა: ,,ფოლკლორის ცენტრის" რეაბილიტაცია განხორციელდა სტანდარტების შესაბამისად. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი პროფესიული ხარისხით უნდა შესრულდეს სამუშაოები."
ფოლკლორის ცენტრი, უკვე რამდენიმე წელია, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. "მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობები დროულად მოწესრიგდეს“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი