"კრისტალი" კლიენტებს 24 საათიან მომსახურეობას სთავაზობს
მიკრო საფინანსო ორგანიზაციას "კრისტალი" დღეიდან ქუთაისში ახალი სათავო ოფისი ექნება, სადაც კლიენტებს ინოვაციურ მომსახურეობებს შესთავაზებენ. „კრისტალის „ ადმნისტრაციული დირექტორის მანუჩარ ჩიტაიშვილის თქმით, შექმნილია ვირტუალური ოფისი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს 24 საათის განმავლობვაში მოემსახურება.
„გარდა ამ პროექტისა, ჩვენს კლიენტებს ვასწავლით როგორ ისესხონ ფული გონივრულად , დაზოგონ თანხები და არ აიღონ ზედმეტი ვალდებულებები.“ - განაცხადა მანუჩარ ჩიტეიშვილმა.
ოფისის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი
ზაზამეფარიშვილი, აშშ-ს ელჩი რიჩარდ
ნორლანდი , საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა აბულაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე
აგრეთვე ინვესტორი კომპანიის DWM-ს წარმომადგენლები, იმყოფებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენებს და კლიენტებს ახალი ოფისის გახსნა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც მიულოცა:
„ვულოცავთ წარმატებულ პროექტს მიკროსაფინანსო სფეროში. ვიხილეთ სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროს ნაწარმი, რომლებიც წარმატებით იყენებენ მცირე კაპიტალს, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური განითარებისთვის. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქათველოს ეკონომიკის განვითარებას“- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
პრეზენტაციაზე წარმატებული მომხმარებლები დააჯილდოვეს.
ავტორი: ანა ჯიქია