თაღლითობის მსხვერპლი მერიისაგან დახმარებას ითხოვს
„მინდა მერს ჩემი პრობლემის შესახებ მოვუყვე, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს და ყველა ის პირი დაიკითხოს, ვინც მე თაღლითურად სახლი წამართვა“ - აცხადებს ციცო ბაბუნაშვილი, რომელიც დღეს ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას ცდილობდა.
როგორც ციცო ბაბუნაშვილმა "ახალ გაზეთთან" საუბრისას განაცხადა, ის საცხოვრებელი სახლის უკანონოდ წაართმევაში საკუთარი ოჯახის წევრებს და მეზობლებს ადანაშაულებს.
მისივე თქმით, საჩივარი პროკურატურაშიც
აქვს შეტანილი, სადაც დაუდასტურეს, რომ ნამდვილად თაღლითობას ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შემდეგ საქმე წინ არ წასულა.
უსახლკაროდ დარჩენილი
ბაბუნაშვილი დახმარებას
ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ითხოვს. ასაკოვანი
ქალბატონი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ადმინისტრაციულ
შენობაში შესვლას ვერ ახერხებდა.
„ახალმა გაზეთმა“ მიაწვდინა ხმა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად
ჯავახიამ განგვიცხადა, ქალბატონის პრობლებით
დაინტერესდებიან და შესაძლებლობების ფარგლებში მას დახმარებას აღმოუჩენენ.
ავტორი: ანა ჯიქია