ქუთაისის უნივერსიტეტი ტურიზმის განვითარების ინიციატივას წარმოადგენს
ქუთაისის უნივერსიტეტმა საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის TEMPUS პროგრამის ერთ–ერთი პროექტის - „Cruise-T“ ფარგლებში მრავალრიცხოვან უცხოურ დელეგაციას უმასპინძლა, სადაც პროექტში მონაწილე 7 სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო) 26 პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული სხვადასხვა მხარეები (კერძო და საჯარო სექტორი).
ქუთაისის უნივერსიტეტმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომამდგენლებს საერთაშორისო პროექტის პარტნიორებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ინიციატივა შესთავაზა, რომლის თანახმად. ქუთაისის ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა უნდა შემუშავდეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანთლებლო პროგრამების TEMPUS და ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში „ქუთაისის უნივერსიტეტს“ განსახორციელებელი პროექტებით საქართველოს მასშტაბით მერვე ადგილი უჭირავს.
ავტორი: ანა ჯიქია